თბილისში, ხუდადოვის ტყეში ეკლესია აშენდება

​თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ტყეში, პატრიარქის ინიციატივითა და კურთხევით ახალი ეკლესია აშენდება.

​როგორც თბილისის საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ჩუღურეთის რაიონში სულ 19 ეკლესიაა, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე  აქამდე ტაძარი არ არსებობდა.

​პატრიარქის ინიციატივითა და კურთხევით, ხუდადოვის ტყეში შვილმკვდარი დედების ტაძარი აშენდება, რომლის მშენებლობას დღეს ჩაეყარა საფუძველი. სულ მალე აქაურობას ჩვენი სულიერი კიდევ ერთი გუშაგი დაამშვენებს”, – წერს დეპუტატი.

მსგავსი თემები