კოვიდრეგულაციები ეტაპობრივად უქმდება

  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ელი მარტიდან „კოვიდსასტუმროები“ გაუქმდება. „1-ელი მარტიდან უქმდება საკარანტინო სივრცეები, “კოვიდსასტუმროები“, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“, – განაცხადა  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ  მედიასთან.