Lufthansa კიევის მიმართულებით 21-დან 28 თებერვლამდე ყველა ფრენას აჩერებს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, Lufthansa კიევის მიმართულებით 21-დან 28 თებერვლამდე ყველა ფრენას აჩერებს. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს ეკიპაჟმა შესაძლო საომარი სცენარი განვითარების გამო უკრაინაში გაფრენაზე უარი განაცხადა.

თვითმფრინავი პარასკევს დილით ფრანკფურტიდან უკრაინაში არ ჩაფრენილა. ავიარეისი მიემართებოდა ლვოვში, სადაც ბოლო დღეებში უსაფრთხოების მიზეზებით დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის საელჩოებმა და ნატო-მ პერსონალი კიევიდან სამუშაოდ გადაიყვანეს.

“რეისი LH 1538 დილის 9:00 საათზე უნდა აფრენილიყო, ბორტზე 38 მგზავრით, მაგრამ ეს არ მოხდა. ლვოვში ჩასვლის შემდეგ, თვითმფრინავს შუადღისას 62 ადამიანი უნდა დაებრუნებინა გერმანიაში”,-წერს მედია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების პოლიტიკის საკითხებში ალექსეი მაკეევმა Twitter-ზე დაწერა, რომ სურს ავიაკომპანიისგან გაიგოს ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები.

მსგავსი თემები