ნატომ კიევში წარმომადგენლობა დახურა  

კიევში, დროებით ნატოს  წარმომადგენლობაა არ იქნება. ნატომ წარმომადგენლობის დახურვის გადაწყვეტილება საომარი ვითარების საფრთხის გამო მიიღო.

დგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათი თანამშრომლები დროებით  ლვოვსა და ბრიუსელში გადავლენ.

„ნატო და მისი წევრი სახელმწიფოები გულდასმით აკვირდებიან და აფასებენ სიტუაციას და იღებენ ყველა აუცილებელ ზომებს უსაფრთხოების დასაცავად. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება გახლავთ პრიორიტეტი. ჩვენი თანამშრომლები გადავლენ ლვოვსა და ბრიუსელში. ამგვარად, ნატო-ს ოფისი უკრაინაში მუშაობას არ წყვეტს“, – აცხადებენ ალიანსის პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიაში უსაფრთხოების კონფერენციაზე ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მკაცრი განცხადება გააკეთა და პასუხი მოითხოვა – სურს თუ არა ალიანსს უკრაინის ალიანსში ხილვა.

„გვეუბნებიან, რომ კარი ღიაა, არ გსურთ ჩვენი მიღება, გვითხარით პირდაპირ“ – ზელენსკი ნატოში გაწევრიანება-არგაწევრიანებზე

 

მსგავსი თემები