დონბასსა და ლუგანსკში რუსეთმა ცეცხლი ისევ გახსნა

რუსეთის მხრიდან  დონბასსა და ლუგანსკში განხორციელებულ მორიგ აგრესიას ევროკავშირი მკაცრად გმობს. მორიგი სამხედრო აგრესიისა შედეგად არიან დაშავებულები.

როგოც უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აცხადებს, ოკუპირებული დონეცკის ზოგიერთი დასახლებული პუნქტიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება.

„უკრაინის შეიარაღებული ძალები სტაბილურად იცავს მინსკის შეთანხმებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს.  არ ვგეგმავთ შეტევით ოპერაციებს ან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას. 17 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 47-ჯერ დაარღვიეს. მოწინააღმდეგემ მიზანმიმართული იერიში მიიტანა სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე“ – აცხადებს ზალუჟნი.

მთავარსარდალი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

შეგახსენებთ, რომ დონბასში, სტანიცა ლუგანსკაში რუსეთმა ცეცხლი ისევ გახსნა.

მსგავსი თემები