გედევან ფოფხაძე პოლიტიკურ თანამდებობას ვერ დაიკავებს, მას უარი უთხრეს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა, იურიდიული კომიტეტის შემადგენლობიდან დეპუტატ გედევან ფოფხაძის გაწვევას დაუჭირეს მხარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოფხაძე, აღნიშნულ კომიტეტში ვერანაირ თანამდებობას ვეღარ დაიკავებს.

როგორც თავად გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფრაქციის გადაწყვეტილების გაპროტესტებას არ აპირებს. მისი აზრით, პრობლემა არის ის, თუ როგორ ჩაატარებს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს და არა ის, იქნება თუ არა პარლამენტში გედევან ფოფხაძე.

აღსანიშნავია, რომ ფოფხაძე, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას წარდგენით, რამდენიმე დღის წინათ აირჩიეს.

“მოსამართლეების თემა ჩემთვის პრინციპული და წყალგამყოფია. ჩემს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებ ყველა საკითხთან დაკავშირებით. იმედია, რაც სათქმელია ბოლომდე ითქმება. არ მომწონს ის წესი, რომ ჩვენ ყველაფერს ვილაპარაკებთ და შენ ხმა არ ამოიღოო. საჯარო დისკუსიებში მონაწილეობა ჩვენი ვალია. იმაზე საუბარი იმაზე, რომ გუნდურობა ისაა, რომ ყველა არგუმენტი მარტო გუნდის შიგნით უნდა ითქვას და გუნდის გარეთ არ უნდა ვისაუბროთ – არასწორია და პოლიტიკურ პროცესს ხელს უშლის“, – მიაჩნია გედევან ფოფხაძეს.

დეპუტატი მიუღებლად მიიჩნევს, ეკა ბესელიას საკითხის განხილვას მაშინ, როცა ის, “ქართულ ოცნებაში” გამართულ სხდომას არ ესწრება.

 

მსგავსი თემები