“როცა დავინახავთ, რომ რუსეთს ძალები გაჰყავს მერე დავიჯერებთ” – დიმიტრი კულება

„ჩვენ ასეთი წესი გვაქვს: ნუ დაიჯერებ იმას, რაც გესმის, დაიჯერე ის, რასაც ხედავ. როდესაც დავინახავთ, რომ რუსეთს ძალები გაჰყავს, დავიჯერებთ დეესკალაციას,“ – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ  ისაუბრა. მან  რუსეთის თავდაცვის უწყებას უპასუხა,  რომლის თანახმადაც, სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების შეიარაღებულმა ძალებმა დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება დაიწყეს.

კულებას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს აღიარებს, მოსკოვი მინსკის შეთანხმებიდან დე ფაქტო და დე იურე გავა.

შეგახსენებთ, რომ მედიის  მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარისკაცების ნაწილს ბაზებზე აბრუნებს.

 

 

მსგავსი თემები