მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო გალაკონცერტი დღეს, 23:00 საათზე დაიწყება

ქვეყნის მთავარ ნაძვის ხესთან, თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გალაკონცერტი დღეს, 31 დეკემბრის ღამეს, 23:00 საათზე დაიწყება. კონცერტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად დაესწრება.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, 3 საათზე მეტი დროით,საახალწლო პროგრამით მაყურებლის წინაშე შემდეგი შემსრულებლები წარდგებიან: NEW YORK VOICES, ეკა მამალაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნატო მეტონიძე, „შვიდკაცა“, დავით ევგენიძე, გიორგი მახარაშვილი, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, “ვერნისაჟი“, გვანცა ზაქარეიშვილი, დუეტი „ჯორჯია“, მანანა თოდაძე, ბესო კალანდაძე, ლიზა ბაგრატიონი, მანანა თოდაძე, ბესო კალანდაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი,TheQuintessence, ნოდიკო ტატიშვილი, სოფო გელოვანი, სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი, აჩიკო მეფარიძე, ანა დოი, მაია ბარათაშვილი, მაია ჯაბუა, თემურ თათარაშვილი, ეკა კახიანი, ნუცა შანშიაშვილი, ოთო ნემსაძე, ნინი ქარსელაძე, დათუნა მგელაძე, თემო საჯაია, ნინო ძოწენიძე, ვერიკო ტურაშვილი, თამთა ჭელიძე, ირმა სოხაძე, ნუკრი კაპანაძე, მაია კაჭკაჭიშვილი, ძვალი, ელენე ფოჩხუა, დათუნა სირბილაძე, ანი კეკუა, ზუკა ხუციშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, მარიამ როინიშვილი, ეკა დოლიძე, კახა კუხიანიძე, ლიზა ყენია, მარიკო ებრალიძე, ნინა სუბლატი, ცისანა სეფიაშვილი, „ქუჩის ბიჭები“, ქეთი ორჯონიკიძე, თიკა ჯამბურია, მარიკა თხელიძე და TeenClub.

საახალწლო ღონისძიების წამყვანები ბუბა გოგორიშვილი, ბახვა ბრეგვაძე, ლიზა წიკლაური, ირაკლი გაფრინდაშვილი, სალომე გოგიაშვილი და  ნიკა ნანიტაშვილი იქნებიან.

 

მსგავსი თემები