„დღევანდელ საქმეს, გუშინდელს და ხვალინდელს – არანაირი მნიშვნელობა აქვს“ – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, სასამართლო ინსტიტუტის მიმართ არანაირი ნდობა არ აქვს და პროცესებზე მხოლოდ თავისი შვილის სანახავად დადის.

„მინდა გითხრათ, რომ ამ ინსტიტუტს პატივს ვცემ, მაგრამ იმ შემადგენლობას, რაც დღეს არის, ჩემგან არანაირი ნდობა არ აქვს. სიმართლე გითხრათ, ამ პროცესებზე ჩემი შვილის სანახავად და მოსასმენად დავდივარ. დანარჩენი არავითარი ილუზია არ მაქვს.

რაც შეეხება დღევანდელ საქმეს, გუშინდელს თუ ხვალინდელს – ჩემთვის ეს ყველაფერი ერთია, ერთი დიდი უსამართლობაა“ – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები