საფრანგეთი უკრაინას საბრძოლო ტექნიკით დაეხმარება

საფრანგეთის პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა დასრულდა როგორც პრეზიდენტებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, საკმაოდ მნიშვნელოვანი თემები განიხილეს, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში.

ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, მას და საფრანგეთის პრეზიდენტს  საერთო ხედვები გააჩნიათ უკრაინის, ევროპისა და მთლიანად მსოფლიოს  საფრთხეებთან და  გამოწვევებთან დაკავშირებით.

„გვქონდა არსებითი და ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკებები. პარტნიორების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა, მისი გამძლეობის და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება მომგებიანია მთელი რეგიონისთვის და მნიშვნელოვანია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოსთვის.  უსაფრთხოების და ეკონომიკის სფეროებში მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას დიდად ვაფასებთ“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ხელი მოაწერა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საფრანგეთის მხრიდან უკრაინისთვის 900 მილიონი ევროს ღირებულების ლოკომოტივების და 370 მილიონი ევროს ღირებულების სახანძრო სამაშველო ტექნიკის გადაცემას. ასევე,  იგეგმება საპატრულო კატარღების მშენებლობა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისთვის.

მსგავსი თემები