„სამწუხაროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იგივე დარჩება  და  ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაც არ შემცირდება“ – გიორგი კამკამიძე „მედიაცენტრ მთავართან“

იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ ,,მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ,,ომიკრონის“ სისუსტე არ გვაძლევს იმის საფუძველს , რომ ჯანდაცვის სისტემამ შეასუსტოს მიდგომები ვირუსთან მიმართებაში. მისი შეფასებით, რეგულაციების დაცვის აუცილებლობა ვირუსთან ბრძოლის უმთავრესი მექანიზმია და საწოლ-ფონდის მობილიზება და სისტემის მზადყოფნა მთავარი ნიშნულია ვირუსთან ბრძოლაში.

,,არის მასიური გავრცელება და მიუხედავად იმისა, როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი განახევრდა მსოფლიოში. ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში 70-75 % შემცირდა მძიმე შემთხვევების რაოდენობა და 90-95% შემცირდა სიკვდილიანობა. მაინც თუ გვექნება მნიშვნელოვანი ზრდა, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იგივე დარჩება იგივე და ასევე, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაც არ შემცირდება. ამიტომ, ის გადაწყვეტილებები რომ შემცირდეს საწოლ-ფონდის რაოდენობა რომელიც გამოყოფილია კოვიდთან საბრძოლველად ან რაიმე სახით შესუსტდეს ჩვენი მზადყოფნა, სწორი არ არის“ –  განაცხადა იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

მსგავსი თემები