„ინფიცირების აღმავლობა გაგრძელდება, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც იგივე იქნება“ – გიორგი კამკამიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ „ომიკრონის“ შემთხვევებსა და ახალი „საგაზაფხულო“ შტამის შესაძლო გამოჩენასთან დაკავშირებით „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევა გაცილებით დაბალია ვიდე დაინფიცირებულთა  რეალური მაჩვენებელი.

იმუნილოგმა ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა აღნიშნა, რომ მისი ეფექტურობიდან გამომდინარე ახლო მომავალში კიდევ უნდა ველოდოთ ინფიცირებულთა ზრდას. „ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში 95%-მდე შემცირდა სიკვდილიანობა, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საწოლფონდისა და მზადყოფნის საჭიროება იგივე ნიშნულზე რჩება“ – განაცხადა მან „მედიაცენტრ მთავართან“.

„ფაქტიურად არ არის ბარიერები ვირუსის გავრცელების კუთხით. შესაბამისად, გვაქვს აღმავლობა და ეს გაგრძელდება. ის ციფრები, რაც გვაქვს, მხოლოდ ნაწილია იმ რეალური ვითარებისა, ვიდრე რეალურად გვაქვს. სახეზეა მასიური გავრცელება. თუ გვექნება მნიშვნელოვანი ზრდა სამწუხაროდ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იგვე დარჩება. ასევე, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაც არ შემცირდება“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან.

მისივე შეფასებით, აღნიშნულ ვირუსითან დაკავშირებით სეზონურობა და ტემპერატურის ცვალებადობა არ მოქმედებს.

 

მსგავსი თემები