შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას კომიტეტმა სადეპუტატო მანდატი შეუჩერა

 პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომისიამ პარლამენტის ორი ოპოზიციონერ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. კომიტეტის გადაწვეტილებით, შალვა ნათელაშვილსა და ელენე თევდორაძეს საპარლამენტო მუშაობის გაცდენის გამო პარლამენტიდან უშვებენ. მათთვის მანდატის შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში იმიტომ დადგა, რომ საშემოდგომო სესიის არც ერთ სხდომას დასწრებიან. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მის საკითხს კომიტეტი ამ წუთებში იხილავს. მიზეზი კი სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომლითაც ის დამნაშავედ ცნეს. საბოლოო გადაწყვეტილება სამი დეპუტატის დასჯისა და პარლამენტიდან გაშვების შესახებ პარლამენტის სესიაზე უნდა გადაწყდეს.