„ომიკრონისგან ყველაზე მეტად დაცულია ადამიანი თუ მას კორონავირუსი გადატანილი აქვს“- იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე

იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე „მედიაცენტრ მთავართან“  საუბრისას განმარტავს, რომ პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი რომელი ვარიანტითაა დაინფიცირებული,  რადგან დღესდღეობით დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა „ომიკრონია“.

იმუნოლოგის თქმით, ადამიანი, რომელსაც ვირუსი გადატანილი აქვს, ყველაზე მეტად არის დაცული ახალი შტამით დაინფიცირებისგან.

„ბევრს აინტერესებს რომელი ვარიანტი აქვს , ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ინფექციის მართვის თვალსაზრისით,  უბრალოდ,  პერიოდულად უნდა ხორციელდებოდეს შემთხვევითად შერჩეული სინჯების გამოკვლევა იმის დასადგენად თუ რა პროცენტს შეადგენს „ომიკრონი“,  შესაბამისად, თუ რომელი შტამი აქვს ადამიანს, ამაზე დროის დაკარგვა ნამდვილად არ ღირს“

„ომიკრონის შემთხვევაში ყველაზე მეტად არის ადამიანი დაცული, რომელსაც გადატანილი აქვს ვირუსი და ვაქცინირებულია ორივე დოზით. იმ კონტიგენტში კი, რომელიც აცრილი არ არის ძალიან სწრაფი ზრდაა მოსალოდნელი.  რისკის ჯგუფში კვლავ რჩებიან ასაკოვანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები“- განაცხადა იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“

მსგავსი თემები