ბაკურიანში საბაგირო გაჩერდა – მიზეზს მთის კურორტების განვითარების კომპანია ასახელებს

  ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან მყოფი დამსვენებლები დახმარებას ითხოვენ. უკვე ნახევარი საათია საბაგირო გაჩერებულია, დამსვენებლები კი ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. არსებული ინფორმაციით, საბაგიროთი დაახლოებით 50-მდე პირი გადაადგილდებოდა. მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაკურიანში, აღნიშნული საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები, რომლებიც პრობლემის მოგვარებას ცდილობენ. ამ წუთისათვის მაშველებს მგზავრები საბაგიროდან ჩამოჰყავთ.