„რუსული საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას, არამედ ევროპულ უსაფრთხოებას“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერის ქართულ ოლიტიკაში ერთ-ერთ პრობლემად კომპრომისზე წასვლას ხედავს. როგორც  საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტარმა ჟურნალისტებთან განაცხადა,  ქართველ პოლიტიკოსებს უჭირთ კომპრომისებზე წასვლა.

„ქართველ პოლიტიკოსებში კომპრომისზე წასვლის საკმარისი მიმღებლობა არ არსებობს. ნებისმიერი კომპრომისი, რომელიც ევროპარლამენტში განიხილება როგორც სიძლიერისა და ზრდასრულობის ნიშანი, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან დანახულია როგორც სისუსტის ნიშანი, ეს დასანანია.  რუსული აგრესია არის ის, რისი მიღებაც ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვფიქრობ, რომ ქართველები ამას ოდესმე მიიღებენ და ვფიქრობ ძლიერი, ერთიანი და ცხადი მესიჯის დაფიქსირება არის აუცილებელი“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა საქართველოს პარლამენტში.

მისივე შეფასებით, რუსეთისგან საფრთხე მხოლოდ უკრაინას არ ემუქრება.

„ყველა აღიარებს უკრაინის მხარდაჭერის საჭიროებას, მისი ტერიტორიული მთლიანობისა სუვერენიტეტის მხარდაჭერის საჭიროებას. ყველას ესმის რუსეთის აგრესიისგან მომდინარე საფრთხე, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას, არამედ მთლიანად ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას. ამ ნაწილში ძალიან მტკიცე, ერთიანი ელემენტი დავინახე, მაგრამ ვფიქრობ, რომ რეზოლუციის ირგვლივ მიმდინარე დებატები ასახავს ქართულ პოლიტიკაში არსებულ ვითარებას. ვფიქრობ, კომპრომისზე წასვლის საკმარისი მიმღებლობა არ არსებობს ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან“ – აცხადებს სვენ  მიქსერი.

 

მსგავსი თემები