„კორონავირუსით თვეში 3-4000 ბავშვი ინფიცირდება“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევები ბავშვებში გაზრდილია. როგორც ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში აღნიშნა, 100 ინფიცირებულიდან 15 ბავშვია.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჯამური სტატისტიკით, ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი 15%-ს შეადგენს. ყველა 100 ინფიცირებულიდან 15 ბავშვია. სავსებით შესაძლებელია, რომ „ომიკრონის“ ფონზე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. 10 000 ინფიცირებული ნიშნავს, რომ საქართველოში ყოველდღე 1500 ბავშვი არის კორონავირუსით ინფიცირებული. როცა ჩვენ ამაზე ორჯერ და სამჯერ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, გამოდის, რომ ყოველდღიურად, 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება საქართველოში” – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები