„მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს, დანებებაც და გამარჯვებაც ნაადრევია“ – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ჯანმო შეშფოთებულია ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებულ დღის წესრიგთან დაკავშირებით, რომ „ომიკრონ“ ვარიანტის მაღალი გადაცემის და დაბალი სიმძიმის გამო, გავრცელების პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარც საჭიროა.

”მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს. ჩვენ არ მოვუწოდებთ არცერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს ეგრეთ წოდებულ „ლოქდაუნს“, მაგრამ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას საკუთარი ხალხი ყველა საშუალების, და არა მხოლოდ ვაქცინების, გამოყენებით,“- აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია დანებება ან გამარჯვების გამოცხადება.

„ის ქვეყნები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს უფრო ფართო გახსნისთვის, ასევე დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ შეუძლიათ ხელახლა დააწესონ ზომები, საჭიროების შემთხვევაში. ასე რომ, თუ კარებს სწრაფად გავხსნით, სჯობს, ძალიან კარგად შეგვეძლოს მათი სწრაფად დახურვაც,“- აღნიშნა მაიკ რაიანმა.

მსგავსი თემები