„რუსეთთან მეგობრობა იგივეა, რაც ვულკანის ძირში ცხოვრება“ – პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთს აგრესიულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს. როგორც მატეუშ მორავეცკი აცხადებს, პოლონეთი მზადაა, უკრაინას დაეხმაროს.

„ევროპის ჩვენი ნაწილი არ განიცდის მიწისძვრას ან ვულკანს ისეთი მეზობლის სიახლოვეს ცხოვრებით, როგორიც რუსეთია. გვაქვს გრძნობა, რომ რუსეთთან მეზობლობით ვულკანის ძირში ვცხოვრობთ. პოლონეთი მზადაა, უკრაინას შესაძლებლობის ფარგლებში  დახმარება გაუწიოს გაზის სექტორში, თავდაცვის საკითხებში, ეკონომიკური სტაბილიზაციისთვისა და ჰუმანიტარულ საკითხებში“ – აცხადებს მატეუშ მორავეცკი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას.

 

მსგავსი თემები