„გეგმური ტესტირება გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო“- თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ქვეყანაში COVID 19-ის გამოსავლენად, გეგმური ტესტირება არ შეჩერდება.

გაბუნიას თქმით, არ არის დადასტურებული, რომ ანტიგენზე დაფუძნებული ტესტი ნაკლებად ეფექტურია ასიმპტომურ პაციენტებში.

“მიუხედავად იმისა, რომ გარკევული პერიოდის განმავლობაში ისმოდა მოსაზრება, რომ ასიმპტომურ პირებში შესაძლოა, ანტიგენი იყოს ნაკლებად ეფექტური, არ არის ეს დადასტურებული.ჩვენ მიმდინარე პროცესში ვუყურებთ, რომ შემთხვევების დაახლოებით 20-23 % ამოდის ასიმპტომური პირების ტესტირებიდან. ამდენად, მნიშვნელოვანია გამოვლინდეს ბიზნესგარემოში, თუ ვინმეა ინფიცირებული. ეს გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო”, – განაცხადა თამარ  გაბუნიამ.

 

მსგავსი თემები