30-მდე ჭრილობა – 83 წლის მამამ მძინარე შვილი დაჭრა

გოგიტა მეგრელიშვილის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა. მას მამამ 30-ზე მეტი მძიმე ჭრილობა მიაყენა.

გოგი მეგრელიშვილი განზრახ მკვლეობის ბრალდებით უკვე დაკავებულია. ის შვილს ცივი იარაღით თავს მაშინ დაესხა, როცა ეძინა.

83 წლის მამამ შვილი სასიკვდილოდ დაჭრა. გოგიტა მეგრელიშვლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დრომდე კრიტიკულია. მას თითქმის ყველა სასიცოცხლო ორგანო დაზიანებული აქვს.

„დაზიანებები მრავალგვარია.  დაზიანებულია ფილტვი, პაკნრეასი, კუჭი, რამდენი ადგილას გადაჭრილია წვრილი ნაწლავი. 39-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული“ – აცხადებენ კლინიკაში.

შემთხვევა გორში მოხდა. გოგიტა მეგრელიშვილი კი სიკვდილს ებრძვის.

მსგავსი თემები