„არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს არის პირიქით ვალდებულებები მათთვის“- ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბაკურიანში ტყის მასივის იჯარით გაცემა კანონიერად მოხდა.

„აბსოლუტურად ლეგალურად, აუქციონის პირობებში მოხდა ამ კონკრეტული ტყის მონაკვეთის გაიჯარება შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს და მე თქვენ გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენთვის სასურველი ტყის ობიექტი სათანადო პასუხიმგებლობის ფარგლებში, რომ გადმოგცეთ თქვენ, ასევე საიჯარო ვალდებულებებით, ანუ არავინ არავის არაფერი არ აჩუქა, ეს არის პირიქით ვალდებულებები მათთვის, რომ ტყეს მოუარონ სათანადო პირობებით და ამაში სახელმწიფოს თანხა გადაუხადონ“ – განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით,  ნებისმიერ პირს შეუძლია მიიღოს სასურველი ტყის ობიექტი და აიღოს ვალდებულება მის მოვლასთან დაკავშირებით.

„ჩვენ კიდევ გვაქვს ათობით ხელშეკრულება, რომელზეც კითხვა არ დასმულა და ასობით განაცხადი, რომელიც უახლოეს პერიოდში ასევე გაიჯარდება, რამდენადაც ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია და ყველასთვის შესაძლებელია, აბსოლუტურად უსაფუძვლოა საუბარი ან პრემიერ-მინისტრის ან სხვა თანამდებობის პირის ოჯახზე“- განმარტა მინისტრმა.

 

მსგავსი თემები