საქართველოს მთავრობა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის „JAVELIN“-ების დამატებითი პარტიას შეისყიდის

საქართველოს მთავრობა ტანკსაწინააღმდეგო გადასატანი სარაკეტო სისტემის „JAVELIN“- ების დამატებითი პარტიის შესყიდვაზე მუშაობს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე გახდა ცხნობილი, სადაც მინისტრმა კაბინეტმა  ჯამში 9 საკითხი განიხილა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით 2021 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის დამატებით 30 მილიონი დოლარის „JAVELIN“-ების შესაძლო საგარეო  სამხედრო გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში, შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ორი ქვეყნის მთავრობებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ახალ ტანკსაწინააღმდეგო გადასატან სისტემა „JAVELIN“-ს გამარტივებული წესით შეისყიდის.

თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ „JAVELIN“ის სისტემის შესყიდვა, ჯამური ღირებულებით 26 მლნ 246 ათასი 866 აშშ დოლარი, დაფინანსდება შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი თანხებით, ასევე, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებით.

მსგავსი თემები