მსჯავრდებული პრეზიდენტი ისევ პროტესტის უკიდურესი ზომის გამოყენებას გეგმავს

იუსტიციის სამინისტროს მიმართ, მიხეილ სააკშვილის მიერ წაყენებული მოთხოვნების შესრულებამდე რამდენიმე საათი რჩება. მსჯავრდებული  რამდენიმე კვირაა ციხეში პირადი ექიმის შესვლას და ადვოკატებთან კონფიდენციალური კომუნიკაციის უფლებას ითხოვს.

თუ  მოთხოვნები არ შესრულდება მიხეილ სააკაშვილი პროტესტის უკიდურეს ფორმას აანონსებს. ორგანიზაცია “ემპათია”  სააკაშვილს მოუწოდებს, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგას.

„უკიდურესი ფორმის მიღება და შიმშილობა სრულიად გამორიცხულია, მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს, რომ ამ ზომას არ მიმართოს. არ ღირს ჯანმრთელობის ფასად არანაირი სხვა მოქმედება არ ღირს. იუსტიციის სამინისტროს კი ვეტყვი, რომ იყოს მ,ართლზომიერი, დაიცვას კანონი და დაუყოვნებლივ შეუშვას მიხეილ სააკაშვილთან ექიმები და მათ შორის ექსპერტები”- განაცხადა ორგანიზაციის ხელმძთვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა.

“ემპათიის” ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.

მსგავსი თემები