კანადა უკრაინის საელჩოდან თანამშრომლების ნაწილს გაიყვანს

უკრაინაში მოსალოდნელი საომარი მოქმედებების გამო, საელჩოების ნაწილს ქვეყნიდან თანამშრომლები გაჰყავს. ერთ-ერთი ქვეყანა, ვინც უსაფრთხოების მიზნით საკუთარ მოქალაქეებს კიევიდან გაიყვანს კანადაა.

„ვითარების ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენთვის  მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მოქალაქეების, კანადელების უსაფრთხოება. ოფიციალური პირები მზად არიან, უზრუნველყონ კანადის მოქალაქეებისთვის ოპარატიულად საჭირო საკონსულო დახმარების გაწევა“, – აცხადებენ საელჩოში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საზღვართან ვითარება ისევ დაძაბულია. თუმცა, უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, ომის დაწყებას არ აპირებენ.

 

მსგავსი თემები