ხობში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთიც დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ერთმანეთს მიკროვატობუსი და სატვირო ავტომანქანა შეეჯახა. სამწუხაროდ, მიკროავტობუსის მგზავრი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი თემები