კორონავირუსით ბოლო 24 საათში 18 274 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 84 762 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 400 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  21.56%

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 145 508.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 21.56%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 18.99% ხოლო 7 დღის მანძილზე – 22.67%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 400 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 995 328.

მსგავსი თემები