“არ არსებობს ომის მიზეზი”, – ამერიკა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე

აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსების თავმჯდომარემ, მარკ მილმა განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ძალიან დიდ მსხვერპლს გამოიწვევს. პენტაგონში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც გენერალმა თქვა, რომ უკრაინის საზღვართან მობილიზებული რუსეთის ძალების მასშტაბები ნიშნავს, რომ თავდასხმას მძიმე შედეგები მოჰყვება.

“თუ ეს თავდასხმა განხორციელდება უკრაინაზე მსხვერპლთა რაოდენობა საკმაოდ დიდი იქნება. სავალალო შედეგებს მივიღებთ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზეც”, – განაცხადა მარკ მილმა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ კონფლიქტი გარდაუვალი არ არის და ჯერ კიდევ არის დრო დიპლომატიისთვის.

“ჯერჯერობით ომი არაა გარდაუვალი და დიპლომატიისთვის დრო კიდევ არის. არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ სიტუაცია კონფლიქტში გადაიზარდოს. რუსეთს შეუძლია საკუთარი ჯარების გაყვანის ბრძანება გასცეს”, – აცხადებს ლოიდ ოსტინი.

მსგავსი თემები