ერთ დღეში 30 ინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 870 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17  066 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 256 შემთხვევა, აჭარა – 1 523, იმერეთი – 2 219, ქვემო ქართლი – 780, შიდა ქართლი – 775, გურია – 240, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 865, კახეთი -683, მცხეთა-მთიანეთი – 289, სამცხე-ჯავახეთი – 388, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 48.

 

მსგავსი თემები