მმართველი გუნდი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიციისგან დამოუკიდებლად მიიღებს

მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ის მიზეზები განმარტა, თუ რატომ ვერ შეთანხმდა პოზიცია და ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით, როგორც მდინარაძემ განმარტა, მმართველ გუნდს მცდელობა არ დაუკლია პარლამენტში მყოფი ყველა ფრაქციის თუ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი გათვალისწინებული ყოფილიყო რეზოლუციის ტექსტში.

„ეს არის ის საკითხი, რომელშიც პირველ რიგში უნდა გამოვდიოდეთ ეროვნული ინტერესებიდან და ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის ინტერესებიდან, მათი უფლებების დაცვის ინტერესებიდან და მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესებიდან. ისეთი ტექსტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი მიიღებს, დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური და პროვოკაციული რიტორიკიდან. ეს არის საკითხი, რაზეც კარგი იქნებოდა რომ შევჯერებულიყავით. ჩვენი ფრაქციის წარმომადგენლები საგარეო გუნდიდან დააინიცირებენ იმ ტექსტს, რომელსაც საზოგადოებას გაგაცნობთ“, – განაცხადა მდინარაძემ პარლამენტში.

მსგავსი თემები