ეკა ბესელიამ თანამდებობა დატოვა, პირველ მოადგილედ კი გედევან ფოფხაძე დაასახელა 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, თანამდებობა დატოვა, პირველი  მოადგილის პოსტზე კი, კომიტეტის სხდომაზე გედევან ფოფხაძის კანდიდატურა დაასახელა, რადგან  კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, დღეს თანამდებობა ბესელიას მისმა პირველმა მოადგილე ვანო ზარდიაშვილმაც დატოვა.

​როგორც ეკა ბესელია განმარტავს, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ ფიქრის შედეგად მიიღო, რასაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მისივე შეფასებით, ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს უკავშირებს.

​მისი აზრით, საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება თვალი ადევნოს პროცესს, იყოს ჩართული მოსამართლეების მაღალი რეპუტაციის მქონე პირების გამოკვეთასა და მათ შერჩევაში.

ბესელია მოითხოვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არსებული სიის განხილვა შეჩერდეს.

” სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი შვილის და ძმის პოლიტიკური საქმის მოსამართლეები იყვნენ, არამედ სიაში არიან ადამიანებიც, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები. უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს ის მოსამართლეები, ისეთი რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ჩემი მთავარი იდეალი ყოველთვის იყო და იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას პრინციპულს და ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს.

ფოფხაძის აზრით, არ შეიძლება ქართული მართლმსაჯულება საეჭვო გზით არჩეული ადამიანების ხელში აღმოჩნდეს.

„ არავითარ შემთხვევაში კომიტეტის სხდომა არ შეიძლებოდა ჩატარებულიყო ამ კვირაში და ეკა ბესელია იყო ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ მოსამართლეთა შერჩევის დაჩქარებული პროცედურა ვერ განხორციელებულიყო. ეს არის მაღალი მორალური სტანდარტით და ქვეყნის მომავალი ინტერესებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება“, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

 

მსგავსი თემები