დევი ტაბიძე განათლების სამინისტროს მიმართავს, სასწავლო პროცესი დროებით შეწყდეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი  ტაბიძე მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს მიმართავს, რომ სასწავლო პროცესი დროებით შეწყდეს.

ამის შესახებ დევი ტაბიძემ “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა.

“ვთხოვ, ჯანდაცვის სამინისტროს და ასევე, განათლების სამინისტროს მივმართავ , რომ გადაიხედოს ის პროტოკოლი, რომელზეც დაყრდნობითაც ბავშვები დაშვებული არიან სკოლებსა და ბაღებში. ახლა ყველაზე მეტი ინტესივობაა და ხომ არ იქნებოდა მიზან შეწონილი, რომ ცოტა ხნით სასწავლო პროცესი შევყვიტოთ.

15 000 მეტი შემთხვევაა, ხვალ 25 000 იქნება და ამ ბავშვებს რას ვერჩით მე არ მესმის. ამ მაჩვენებლებში ყველაზე მეტი ინფირიცრებული არის ბავშვები. მე არ ვამბობ, რომ სასწავლო პროცესი სულ შევწყვიტოთ, მაგრამ „ტაიმაუტი“ ავიღოთ იმისათვის, რომ ბავშვებში არ გავავრცელოთ. ის გავრცელბული ბავშვების  გადამდებლობა მოდის სახლში და ასნევნობლებს  უფროს ასაკს. უფროს ასაკს თავისი ქრონიკული დაავადებები აქვს, რომელიც შემდგომში გამოიწვევს გართულებებს. მერე იქნება შეკითხვა – მაშინ რატომ ამბობდნენ ექიმები და ექპერტები იმას, რომ „ომიკრონი“ არის მარტივი? არ უნდა მივიყვანოთ ეს ყველაფერი იქამდე და კარი არ უნდა გავუღოთ მომავალ მუტაციებს, რომლებიც რიგში დგანან“ , – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები