კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის 963 მძიმე პაციენტია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 87 609 საიდანაც: 4 595 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 938, აჭარაში – 632, იმერეთში – 915.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 963 პირი, მათ შორის, თბილისში – 379, აჭარაში – 132, იმერეთში – 262. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 283 პირი,  მათგან თბილისში – 148, აჭარაში – 49, იმერეთში – 27. 2 064 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 220 – თბილისში, 679 – აჭარაში. 80 950 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 26, ხოლო აჭარაში – 4.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 24 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299  პირი.

მსგავსი თემები