რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით მორიგი აგრესიის შემთხვევაში, პენტაგონი მზადაა, 8 500 ამერიკელი სამხედრო ევროპაში განათავსოს. მართალია, ამ ეტაპზე ჯარის გადაყვანის ბრძანება არ გაცემულა, თუმცა, ამერიკელი სამხედროები სრულ სამზადისში არიან.
“თავდაცვის მდივნის გადაწყვეტილებით, გაძლიერებულ მზადყოფნაში დაახლოებით 8 500 ჯარისკაცია. შეერთებულმა შტატებმა ყველაფერი გააკეთა საკუთარი ძალების მზადყოფნის გასაძლიერებლად როგორც სახლში, ისე საზღვარგარეთ, რათა მათ მთელ რიგ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს უპასუხონ“ – აცხადებს პენტაგონის პრეს-სპიკერი ჯონ კირბი.
აღმოსავლეთ ფლანგზე, დამატებითი საბრძოლო ძალების განთავსების შესაძლებლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც განიხილავს.