ფაროსანასთან ბრძოლით, ტონობით პესტიციდებით დაბინძურებული გარემო მივიღეთ – მწვანეები

  •  

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა “დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ წევრები გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანებას შეცდომად აფასებენ და ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებების გარემოზე მავნე ზემოქმედებაზე საუბრობენ.

როგორც მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელმა ​ავთანდილ გელაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, გურიასა და სამეგრელოს რეგიონებში, ​​ათეულობით ტონა პესტიციდი გაიფრქვა სრულიად ლოკალურ ტერიტორიაზე. ამას ემატება 4 000 ტონა დიზელის საწვავის ნამწვი აირები, რომლებიც მოხვდა გარემოში. შედეგად დაბინძურდა წყლის რესურსები

​ვინ წარმოიდგენს იმას, რომ ამ რაოდენობის საწამლავი გაიფრქვა და გურიისა და სამეგრელოს წყლის რესურსებში არ მოხვდა. არანირი მონიტორინგი ამ კუთხით არ ჩატარებულა. ამას დასაბამი მისცა მთავრობის დადგენილებამ. სამთავრობო პროგრამაში საერთოდ არ არის მოხსენიებული არანირი ქმედება, რომელიც მიმართული იქნებოდა გარემოს დაცვის ინტრესებისკენ​ფაროსანასთან ბრძოლა ძლიერი ქიმიური ნივთიერების გამოყენებით ხორციელდება, მისი გარემოში გაფრქვევა ცალკე პრობლემაა”, –  აცხადებს ავთანდილ გელაძე.

მისივე თქმით, მდგომარეობას დღეს აღარაფერი ეშველება, მაგრამ ეს ფაქტი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ გარემოზე ზრუნვა აღარ ხორციელდება და ამ ორი სამინისტროს შერწყმის შედეგად, გარემოს დაცვითი ინტერესები დაექვემდებარა კომერციულ, სამეურნეო და სხვადასხვა სახის საჭიროებებს.

“იმას რაც მოვწამლეთ აღარაფერი ეშველება. მოვითხოვთ, გარემოს დაცვის სამინისტრო კვლავ გახდეს  დამოუკიდებელი სტრუქტურა, რათა ქვეყანამ შეძლოს გარემოს ინტერესების დაცვა. ​გარემოს დაცვის სამინისტრო, ქვეყნის განვითარების იმ ეტაპზე აუცილებელია საქართველოსთვის”, – განაცხადა ავთანდილ გელაძემ “მთავარში“.

მისივე თქმით, მწვანეთა მოძრაობა რეგულარულად ახორციელებს სამთავრობო გადაწყვეტილებების მონიტორინგს.

მსგავსი თემები