ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში 68 არალეგალი დააბრუნეს

გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან საქართველოს 68 მოქალაქე დააბრუნეს, რომლებიც იქ არალეგალურად იმყოფებოდნენ. 5 მოქალაქე საკუთარი სურვილით დაბრუნდა.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება რეადმისიის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა. რეადმისიის ხელშეკრულება საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე არალეგალურად და უნებართვოდ მცხოვრები პირების საქართველოში დაბრუნებას გულისხმობს.

არალეგალები ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ. პროცესში ჩართულები იყვნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ფედერალური პოლიციისა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსი“.

არსებული სტატისტიკით, 2015 წელს საქართველოში 1 265 მოქალაქე დააბრუნეს, 2016 წელს – 1 600, ხოლო 2017 წელს – 2 102.

საქართველოში დასაბრუნებლად მოქმედებს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამა, რომელიც შემდეგ სერვისებს ითვალისწინებს: გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება: სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება, სოციალური პროექტების დაფინანსება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა, საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა; სახელმწიფო პროგრამა ასევე ითვალისწინებს პროგრამის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიმართულებას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების ინფორმირების მიზნით მზადდება საინფორმაციო მასალა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისის შესახებ.

მსგავსი თემები