„ქართველებმა აღმოაჩინეს საქართველო და ისწავლეს საქართველოში დასვენება“ – შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა  ალავერდაშვილმა მედიაცენტრ მთავარში ტურიზმის სექტორზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში რეგიონები საკმაოდ დაიჩაგრა. მისი შეფასებით, ამ პერიოდში დადებითი მხოლოდ ის იყო, რომ ქართველებმა დაიწყეს საქართველოში დასვენება.

„ყველაზე კარგი, რაც რეგიონებში კორონავირუსის პანდემიის ფონზე მოხდა, არის ის, რომ ქართველებმა აღმოაჩინეს საქართველო და ქართველებმა ისწავლეს საქართველოში დასვენება. რეგიონების 70% დამოკიდებული გახდა ქართველ მომხმარებელზე, რაც ადრე ნამდვილად არ ხდებოდა. რეგიონებში ადრე მხოლოდ 25-30% იყო ადგილობრივი მომხმარებელი. ახლა კი ქართველო მომხმარებელი რეგიონებში 70%-მდეა“ – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები