“2019 წელთან შედარებით, ტურიზმი საქართველოში 79%-ით შემცირებულია” – შალვა ალავერდაშვილი

“სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, ტურიზმის როლი 2019 წელთან შედარებით,  2021 წელში 79%-ით შემცირებულია.

როგორც მან “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა, პანდემიის დასრულების შემდეგ, ტურიზმის ბუმი დაიწყება.

“2020 წელს ტურიზმი არ არსებობდა. 2021 წელი აღდგენის წლად შეიძლება ჩაითვალოს. 2022 წელი იმედი გვაქვს, რომ უკეთესი იქნება. ვნახოთ, ყველაფერი პანდემიაზეა დამოკიდებული. როგორც კი პანდემია დამთავრდება, ტურიზმის ბუმი დაიწყება. ბევრი ტურისტული კომპანია გვიკავშირდება და პანდემიის დასრულებას ელოდება”, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

გარდა ამისა, შალვა ალავერდაშვილმა კოვიდსასტუმროებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე სასტუმრო კოვიდსასტუმროებად გადაკეთდა და ყველა დატვირთულია.

“სახელმწიფოს რამდენიმე კოვიდსასტუმრო აქვს აღებული. საკმაოდ  დიდი მოთხოვნაა კოვიდსასტუმროებზე, თუმცა განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება გადაყვანა , როცა ადამიანს სახლში თვითიზოლაციაში ყოფნის პირობები არ აქვს.  ახლა, თითქმის ყველა კოვიდსასტუმრო დაჯავშნილია  და სავსეა“ , -განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები