“შეშფოთებით ვადევნებ თვალს მზარდ დაძაბულობას, რომელიც უკრაინაში მშვიდობას ემუქრება” – რომის პაპი

„შეშფოთებით ვადევნებ თვალს მზარდ დაძაბულობას, რომელიც უკრაინაში მშვიდობას ემუქრება და ევროპის უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს“, – განაცხადა რომის პაპმა უკრაინის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, 26 იანვარი აღნიშნონ, როგორც „მშვიდობისთვის ლოცვის“ საერთაშორისო დღედ და ილოცონ იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკური საქმიანობა ადამიანურ ძმობას ემსახურებოდეს და არა პარტიულ ინტერესებს.

 

მსგავსი თემები