“ქართულ ოცნება“ არის ერთი – ბიძინა ივანიშვილის გუნდი“ – ირაკლი კობახიძე 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას აქვს ბევრად უფრო ამბიციური და მაღალი მიზანი – ეს არის  საბოლოოდ, „ქართული ოცნების“ ჩამოყალიბება ევროპული ტიპის გაერთიანებად, რომელიც არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში გააქტიურდება, არამედ, მუდმივად იქნება ჩართული პოლიტიკური პროცესების დაგეგმვასა და მართვაში.

„ჩვენ გვინდა, პარტია გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე. ამაზე ჩვენ გვქონდა საუბარი მანამდეც, პარტიულ კონფერენციებზე როდესაც დავდიოდით რეგიონებში. დღემდე ჩვენ გვქონდა განვითარების ძალიან სერიოზული ეტაპი, ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამ განვითარების შედეგი იყო სწორედ ის, რომ მივაღწიეთ ძალიან სერიოზულ გამარჯვებას როგორც საპარლამენტო, ასევე, მუნიციპალურ არჩევნებში. არსებითად არის გაძლიერებული პარტია, როგორც ორგანიზაცია. თუმცა, გვინდა გადავიდეთ განვითარების აბსოლუტურად სხვა ეტაპზე, გვინდა დავიწყოთ რეფორმის მეორე ტალღა, რომლის საფუძველზეც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, ჩვენი პარტია ჩამოყალიბდება ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება“, – აცხადებს კობახიძე.

მისივე შეფასებით, აღნიშნული  ამოცანის შესრულებას ბიძინა ივანიშვილი მისი რესურსით თავისუფლად მოახერხებს და მისი დაბრუნების მთავარი მიზეზიც სწორედ ეს არის.

 

მსგავსი თემები