მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია იწყება – პრემიერმა  ბრძანება გამოსცა 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყება.  შესაბამისი ბრძანება უკვე გამოიცა.

როგორც “მთავარს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუმარტეს, რეორგანიზაციას მთავრობის ადმინისტრაციის ნაწილობრივ, ან მთლიანად დაექვემდებარება და ახალი სტრუქტურა შეიქმნება.

პრემიერის ბრძანების თანახმად, ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს დაევალა,  რეორგანიზაციის მიზნით ღონისძიებები დაგეგმოს.

მსგავსი თემები