ჰაერის კონცენტრაცია თბილისში ხუთ ადგილას გაიზომა

თბილისი გარდენის ინიციატივით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ხუთ ადგილას ჰაერის კონცენტრაცია გაზომა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ჰაერის კონცენტრაციის ყველა მაჩვენებელი ნორმაშია, თუმცა მონაცემთა ცხრილის მიხედვით ხმაური და მტვერი ხუთივე წერტილში აღემატება დადგენილ ზღვარს.
როგორც “მთავარს” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, საგანგებოდ შემოწმდა ჰაერის შემცველობა დავით აღმაშენებელის,  ალ. ყაზბეგისა და  ი. ჭავჭავაძის გამზირებზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე  და მ. ასათიანის ქუჩაზე  შემოწმდა.
კვლევის ჩატარებისას , დღეში 2 -ჯერ , 10:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე და 16:00სთ-დან 18:00 სთ-მდე დროის ინტერვალებში მოწმდებოდა ატმოსფერულ ჰაერში ნახშირბადის ოქსიდის, აზოტის დიოქსიდის, მტვრის კონცენტრაციებისა და ხმაურის დონეები.

მსგავსი თემები