სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავჯდომარეობისთვის ორი წევრი წარუდგინა

პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარუდგინა.

ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი წარდგენილია – ქრისტინე ქაჯაიას, ლევან ისაკაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები.

“დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი კანდიდატურა საბოლოო ჯამში, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, წარმატებას მოიპოვებს. წინ საკომიტეტო მოსმენებია, რაც ბუნებრივია, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ – კანდიდატებმა დეპუტატებს ჩვენი ხედვა, პროგრამა წარვუდგინოთ, მათ შორის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია და ამავდროულად, ამომწურავად მივაწოდოთ ინფორმაცია იმ კითხვებთან თუ წუხილთან დაკავშირებით, რომელიც მათ შეიძლება კონკრეტული კანდიდატის მიმართ ჰქონდეთ”, – განმარტა გიორგი კალანდარიშვილმა

მსგავსი თემები