საქართველოში ამ ეტაპზე მძიმე პაციენტი 989 პირია

საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 70 423 საიდანაც: 4 462 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 938, აჭარაში – 610, იმერეთში – 821.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 989 პირი, მათ შორის, თბილისში – 422, აჭარაში – 123, იმერეთში – 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი,  მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 50, იმერეთში – 20.

1 921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 109 – თბილისში, 626 – აჭარაში. 64 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – 6. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.

მსგავსი თემები