ტაეკვანდოში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა

ტაეკვანდოში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ტურნირი ყველა ასკობრივ ჯგუფში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში ორი დღის განმავლობაში ქ.თბილისში გაიმართა. ჩემპიონატი ბათუმის სასპორტო სკოლის აღსაზრდელებისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

რაც შეეხება შედეგებს, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: ახალგაზრდებში, ჩემპიონის ტიტული ნიკა ნიქაბაძემ (51კგ) დაისაკუთრა, ხოლო ვერცხლის მედლის პრიზიორი მიხეილ გავრილჩენკო ( 48კგ) გახდა . დიდებში, მეორე საპრიზო ადგილს თენგიზ ნიქაბაძე (54კგ ) და ზურაბ კინწურაშვილი( 58 კგ) დასჯერდა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი თემური ღლონტს (54 კგ), არამ საფარიანსა(58კგ) და რამაზ წუწუნავას (63კგ) ერგო. ჭაბუკებსა და პინებში ბრინჯაოს მედლები ცოტნე მარგალიტაძემ(45კგ) და ლუკა ცენტერაძემ (24კგ) მოიპოვეს.

მსგავსი თემები