გლდანში, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი აშენდება 

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ გლდანის “ა” მ/რ-ნის ტერიტორიაზე გამოყოფილ მიწაზე, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი აშენდება.

წმინდა მოწამე ქალწულ ბარბარეს სახელი ტაძარს, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მიენიჭა.

​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ეკლესიის მშენებლობა ერთ კვირაში დაიწყება. ეკლესიისთვის განკუთვნილი ტერიტორია ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულზე აკურთხეს.

მშენებლობის ინიციატორები მამა დავითი და მამა ზაზა მსახურებას ახალ ტაძარში განაგრძობენ. ახალი ეკლესიისთვის ტერიტორია გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გულია გოცირიძის შუამდგომლობით გამოიყო. ტაძრისთვის განკუთვნილი ტერიტორიის კურთხევას გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი გულია გოცირიძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, “თბილისზე მზრუნველის” წოდების მატარებელი თემურ გოცირიძე, სასულიერო პირები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები