„ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო სიტყვა, რომელიც ოდესმე პრეზიდენტს უთქვამს“ – გია ჟორჟოლიანი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანის შეფასებით, მან, ინაუგურაციაზე, ქალი პრეზიდენტისგან ერთ-ერთი საუკეთესო სიტყვა მოისმინა.

„ინაუგურაციამ შთამბეჭდავად ჩაიარა. ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო და შთამბეჭდავი სიტყვა, რაც კი პრეზიდენტებს უთქვამთ საქართველოში. მე ხაზს გავუსვამდი ისტორიის განგრძობითობას, რაც სიმბოლურად გამოიხატება პრეზიდენტის პიროვნებაში და ეს მის სიტყვაში ხაზგასმულიც იყო. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური გზავნილია „თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაგრძელება“- აღნიშნა გია ჟორჯოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატი ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციულ გეგმებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მათი სამომავლო გზაც პროვოკაციებზეა ორიენტირებული: „მომხადრთან დაკავშირებით განმარტებები სამართალდამცავმა ორგანოებმა გააკეთეს. აშაკარაა, რომ ოპოზიციის ქმედება იყო პროვოკაციული და ველი, რომ სამომავლოდაც პროვოკაციულად გაგრძელდება. თემები, რომლებზეც ოპოზიცია საუბრობს, აბსოლიტურად უმნიშვნელოა ჩემი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის პრობლემა დღეს არის, ეკონომიკა, სოციალური საკითხები, განათლება, სოციალური უთანასწორობის პრობლემა, რომელიც არცერთ ოპოზიციას, რომელსაც პირობითად ვუწოდებ ოპოზიციას არ ენაღვლება,“- აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

დეპუტატის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება აღიარეს და მიულოცეს კიდეც.

მსგავსი თემები