ფიცის დადების ცერემონიალი დასრულებულია

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფო ფიცი დადო: „მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის.”

საჯარისო ქვედანაყოფების მეთაურები პატაკს უკვე არჩეულ მთავარსარდალს ჩააბარებენ.

ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ, ძალაში საქართველოს ახალი კონსტიტუცია შევიდა.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი.

 

 

 

მსგავსი თემები