“მოვითხოვთ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მიხეილ სააკაშვილისთვის”, – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილსთვის არაადამიანური მოპყრობის გამო დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

“ეს მოთხოვნა მეტად ლოგიკური და ბუნებრივია, თუმცა იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული პოზიცია, საჭიროა საქმის მასალების ნახვა და შესწავლა. ამ ეტაპზე ვთვლი, რომ ეს მოთხოვნა არის არგუმენტირებული, თუმცა, იმისათვის, რომ ეს რეკომენდაცია სახალხო დამცველმაც გასცეს, გვჭირდება მეტი ინფორმაცია, რომლის მოპოვებასაც აუცილებლად ვეცდებით”, – განაცხადა ლოჯარიამ.

ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია პატიმრის მოსაზრება მისი პერსონალური მონაცემების და კადრების გამოქვეყნების თაობაზე.

“გამოძიების გამჭირვალობის მომხრე ვარ, ეადგან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეა ეს. მე მივემხრობოდი, თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დარჩენილ ვადაში ამ გამოძიებას აწარმოებს მაქსიმალური გამჭვირვალობით,” – განაცხადა სახალხო დამცველმა.

მსგავსი თემები