“ხელისუფლებას დავამხობთ“ – გრიგოლ ვაშაძე

„ჩვენ ამ ხელისუფლებას დავამხობთ“ – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ველისციხესთან.

ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები თელავის მიმართულებით ფეხით მიემართებიან.

როგორც პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რასაც ხელისუფლება აკეთებს, გამართლება არ აქვს.

„ვის იცავენ, რას იცავენ. საქართველოს მოქალაქებისაგან იცავენ თელავს? სად ვხოვრობთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ ? ჩვენ არვიცი მოვასწრებთ თუ არა ფეხით ჩასვლას თელავამდე, მაგრამ ხელისუფლებას რომ დავამხობთ ეს ზუსტად ვიცით, კანონიერი გზით,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, აქციის მონაწილეებს მოუწოდეს ფეხით გადაადგილდნენ თელავამდე. ერეკლე მეფის ძეგლთან მისასვლელი ყველა გზა, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას აქცია აქვს დაანონსებული, გადაკეტილია. მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლებულია სპეციალური, უსაფრთხოების ღობე და მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი თემები